title
5 თებერვალი 2012 წ. 22:46
home
About
Contact
Ad
გამოკითხვა

რომელი ტელეკომპანიის ინფორმაციებს ენდობით ყველაზე მეტად?

რუსთავი-2
ტელეიმედი
პირველი არხი
კავკასია
მაესტრო
საზოგადოება
15:22:51                         07.09.2010
გაიმართება ფოტოკონკურსი `ერთად ჩვენ შევძლებთ~

საბეჭდი ვერსია

24-25 სექტემბერს პროექტის `ერთად ჩვენ შევძლებთ“ ფარგლებში თბილისის ისტორიის მუზეუმში, `ქარვასლაში~ მოეწყობა ხელოვანი დევნილების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. გამოფენის პარალელურად გაიმართება ფოტოკონკურსი  სახელწოდებით `ერთად ჩვენ შევძლებთ~.

ფოტოკონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც წარადგენს ფოტომასალას დევნილობის თემაზე. სასურველია,  წარდგენილი ფოტოები ასახავდეს დევნილობაში მცხოვრები საქართველოს მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფას, მათ ახალ რეალობას იძულებით გადაადგილების გამო, დევნილთა განცდებსა და იმედებს.

მიღებული საკონკურსო მასალა გაივლის 2-ეტაპიან შერჩევას: პირველ ეტაპზე მოხდება საგამოფენოდ 50 საუკეთესო ფოტოს შერჩევა, რაც  გომოფენილი იქნება `ქარვასლას~  საგამოფენო დარბაზში 24-25 სექტემბერს და შერჩევის მეორე ეტაპზე, საგამოფენო 50 ნამუშევრიდან გამოვლინდება საუკეთესო სამეული.

ფოტოკონკურსში გამარჯვებული ნამუშევრების ავტორთათვის დაწესებულია პრიზები _ პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ ფოტოების ავტორებს გადაეცემათ  საპრიზო ადგილის მიხედვით 300, 200 და 100-ლარიანი სასაჩუქრე ბარათები `ფოტოსამყაროს~ მომსახურებაზე. ამასთან, კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა სიგელი მონაწილეობისთვის.

დაინტერესებულმა პირებმა გააგზავნონ ფოტოები 2010 წლის 15 სექტემბრამდე  შემდეგ ელ.მისამართზე: .(JavaScript must be enabled to view this email address)  ან მიიტანეთ ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ოფისში.

Facebook Favicon Facebook TwitThis Favicon TwitThis
სხვა სიახლეები კატეგორიიდან საზოგადოება
19:11:13
05.02.2012
13:48:10
05.02.2012
12:46:16
05.02.2012
11:13:39
05.02.2012
19:10:13
04.02.2012
18:48:13
04.02.2012
USD
USD
1.6688
0
EUR
EUR
2.1988
0
GBP
GBP
2.6434
0
კატეგორიები
თბილისი
Weather Img
-4 °C
ქუთაისი
Weather Img
5 °C
ბათუმი
Weather Img
0 °C
ზუგდიდი
Weather Img
5 °C
თელავი
Weather Img
-9 °C