საქართველოში დიდი ბრიტანეთის ახალი ელჩი უკვე თბილისშია. ქალბატონი ჯუდიტ გოფი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა და უახლოესს მომავალში ელჩის თანამდებობაზე ოფიაციალურად შეუდგება მუშაობას.
როგორც “მედიანიუსს” ბრიტანეთის საელჩოს პრესამსახურში განუცხადეს, ჯერჯერობით არ არის ცნობილი, ოფიციალურად როდის შეუდგება ჯუდიტ გოფი ელჩის თანამდებობაზე მუშაობას, რადგან მანამდე შესაბამისი პროტოკოლით დადგენილი პროცედურები უნდა ჩატარდეს.
ცნობისთვის: ამჟამად ელჩის მოვალეობას ელჩის თანაშემწე ქერენ მორანი ასრულებს.
ბრიტანეთის ყოფილი ელჩს დენის კიფს კი უფლებამოსილება ამოეწურა და საქართველო ივნისში დატოვა. მან ქართველებს თავი საქართველოსადმი სიყვარულით განსაკუთრებით დაამახსოვრა. დენის კიფი ქართული კულტურის დიდი თაყვანისმცემელი იყო და ელჩად მუშაობის პერიოდში ქართული ენაც კი ისწავლა.




