თბილისის საკრებულო პარტია “მომავალი საქართველოს” მიერ მომზადებულ “დედაქალქის განვითარების გეგმას~ განიხილავს.
ამის შესახებ დღეს პრესკონფერნციაზე პარტიის ლიდერმა გიორგი ლაღიძემ განაცხადა.
როგორც მან განმარტა, აღნიშნული გეგმა ეხება მუნიციპალურ ტრანსპორტით მგზავრობის გაიაფებას და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას.
მისივე თქმით, მათ ამ პროექტის განხილვის შესახებ საკრებულოს თვენახევრის წინ მიმართეს და თანხმობის შესახებ პასუხი სწორედ ახლა მიიღეს.
ლაღიძე მოუწოდებს საკრებულოს, განხილვის გარდა მათი პროექტი დაამტკიცოს და მიზნის მისაღწევად ქმედითი ნაბიჯები გადადგას.
“საკრებულო გამოთქვამს მზადყოფნას, დეტალურად განიხილოს ჩვენი ყველა ინიციატივა. მე ვფიქრობ ეს არის თანმხვედრი ნაბიჯი, გადმოდგმული დედაქალქის საკრებულოს მხრიდან. ჩვენ უახლოეს დღეებში ამ პროექტს საკრებულოს წარვუდგენთ თავისი ანგარიშებითა და დეტალური გათვლებით. საკრებულოსგან თუ იქნება ქმედითი ნაბიჯები, ვფიქრობ, რომ 2011 წლიდან მუნიციპალურ ტრანსპორტზე ფასები დაწევა შესაძლებელი იქნება. Aსევე, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხარჯზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ველით საკრებულოს გადაწყვეტილებას”,_განაცხადა გიორგი ლაღიძემ.




