პარლამენტარი ჯონდი ბაღათურია საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს მოქალაქეებისთვის კომუნალურ გადასახადებზე საკომისიოს დაკისრების გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ საკომისო გადასახადი შესაბამისმა კომპანიებმა უნდა გადაიხადონ და არა მოქალაქეებმა.
ბაღათურია ამ ფაქტს უსამართლობას უწოდებს და აცხადებს, რომ ბანკები კომპანიებს ემსახურებიან ამიტომ საკომისიოც მათ უნდა მოსთხოვონ
“მოქლაქეებისთვის დამატებით კიდევ ასეთი გადასახადის დაწესება უსამრთლობაა. კომუნალური გადასახადების ბანკებში გადახდა პირველ რიგში, კომუნალური მომსახურების კომპანიებისთვის არის შეღავათი, რადგან წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, გადასახადის გადახდისთვის რიგები თავად ამ კომპანიებში რომ იდგეს. მათ დამატებით მილიონობით ხარჯის გაღება მოუწევდათ. ამიტომ მოვითხოვთ საკომისო სწორედ ამ კომპანიებს დააკისრონ და არა მოსახლეობას, განსაკუთრებით კი პენსიონერებს “, – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერნციაზე ჯონდო ბაღათურიამ
შეგახსენებთ, რომ კომუნალური გადასახადების გადახდის მომსახურებაზე ბანკებში საკომისიო გადასახადი 50 თეთრს შეადგენს.



