8 სექტემბერს, 11:00 საათზე, გურჯაანში სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი „რთველი 2010“-ის საკოორდინაციო შტაბს გახსნის. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შტაბს სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ტარიელ გაბუნია უხელმძღვანელებს, _ აცნობეს `მედიანიუსს~ კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან.
კახეთში თავდაპირველად საფერავის ჯიშის ყურძენი დაიკრიფება, შემდეგ კი რქაწითელი და სხვადასხვა ჯიშები.
კახეთის საინფორმაციო ცენტრიდას ინფორმაციით, კახეთში რთველი აგვისტოს ბოლოს დაიწყო, ალაზნისპირა სოფლებში, კერძოდ სამთაწყაროში, ფიროსმანსა და საბათლოში კი უკვე დასრულდა. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს დღეს თავად ტარიელ გაბუნიამ განუცხადა. რთველის საკოორდინაციო შტაბი კი სასტუმრო „რები გურჯაანში“ 27 აგვისტოდან ფუნქცონირებს.





