title
5 თებერვალი 2012 წ. 22:54
home
About
Contact
Ad
გამოკითხვა

რომელი ტელეკომპანიის ინფორმაციებს ენდობით ყველაზე მეტად?

რუსთავი-2
ტელეიმედი
პირველი არხი
კავკასია
მაესტრო
პოლიტიკა
My Title
17:03:44                         07.09.2010
პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა

საბეჭდი ვერსია

პარლამენტის ბიუროს სხდომით დღეს საშემოდგომო სესია გაიხსნა. პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, საშემოდგომო სესიის დაწყებისთანავე პარლამენტი  საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვას შეუდგება. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო–სახალხო განხილვის საორგანოზაციო კომისია მუშაობას უკვე ასრულებს.

პარლამენტის თავმჯდომარემ კომისიის მუშაობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ის შენიშვნები და რეკომენდაციები, რომელიც ამ განხილვებისას წამოიჭრა კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე  განიხილება.

“საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო–სახალხო  განხილვის კომისია მიმდინარე კვირაშიც გაგრძელებს  მუშაობას, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ასევე დაგეგმილია შეხვედრები არასაპარლამენტო ოპოზიციასთანაც,” – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისი თქმით, რამდენიმე პოლიტიკური პარტიის მხრიდან იყო მინიშნება, რომ ისინი დაინტერესებული არიან  საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვის პროცესით.

პარლამენტის საშემოდგომო სესიის სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიდან პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება საგადასახადო კოდექსის განხილვის დასრულებაზე გაამახვილა.

დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით მუშაობის დაწყების საკითხი დააყენა. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ საკონსტიტუციიო პროექტის პარლამენტში გახლვისას საზოგადოებრივი თუ სამეცნიერო წრეებიდან გამოთქმული ყველა მნიშვნელოვანი შენიშვნა და მოსაზრება იქნება გათვალისწინებული.
საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით მუშაობის დაწყებას პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. “ვადასტურებ უმრავლესობის მზადყოფნას, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მუშაობა საარჩევნო გარემოს შემდგომ გაუმჯობესებაზე”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ბიუროს სხდომაზე  მომავალი კვირის პლენარული სხდომის დღის  წესრიგზეც იმსჯელეს, სადაც განსახილველ საკიხთა შორის იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის 2009 წლის წლიური და საქართველოს კონტროლის პალატის 2009 წლის საქმიანობის ანგარიშები.  პარლამენტში შევა აგრეთვე მთავრობის სამოქმედო გეგმის – “ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე” ანგარიშიც.
პარლამენტის საშემოდგომო სესია პლენარული ფორმატით მუშაობას მომდევნო კვირიდან შეუდგება.

Facebook Favicon Facebook TwitThis Favicon TwitThis
სხვა სიახლეები კატეგორიიდან პოლიტიკა
18:54:36
05.02.2012
16:44:42
05.02.2012
16:44:22
05.02.2012
16:44:02
05.02.2012
16:13:54
05.02.2012
16:13:27
05.02.2012
USD
USD
1.6688
0
EUR
EUR
2.1988
0
GBP
GBP
2.6434
0
კატეგორიები
თბილისი
Weather Img
-4 °C
ქუთაისი
Weather Img
5 °C
ბათუმი
Weather Img
0 °C
ზუგდიდი
Weather Img
5 °C
თელავი
Weather Img
-9 °C