დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრყ ბაკურ კვეზერელსა საქართველოში ვიზიტით მყოფ ამერიკელ კონგრესმენ ჯიმ მარშალს შეხვდა. მათ სოფლის მეურნეობის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
მოლაპარაკება სოფლის მეურნეობის მინისტრსა და კონგრესმენს შორის დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, _ აცნობეს `მედიანიუსს~ სამინისტროდან.
,,ჩვენ ყოველწლიურად რამდენიმე პროექტს ვანხორციელებთ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასთან და ასევე, კერძო სექტორთან ერთად. ამ ეტაპზე, სოფლის მეურნეობის სფეროში რამდენიმე ახალი პროექტი ხორციელდება. მომავალი წლიდან კი, ამერიკის კერძო კომპანიებთან ერთად, კიდევ 3 პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი”, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა.
თავის მხრივ, კონგრესმენმა ჯიმ მარშალმა აღნიშნა: ,,საქართველოს აქვს პოტენციალი ჰქონდეს რეგიონში ყველაზე განვითარებული სოფლის მეურნეობა. ამისთვის ბევრი მუშაობაა საჭირო და ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროცესში”.



