title
5 თებერვალი 2012 წ. 23:02
home
About
Contact
Ad
გამოკითხვა

რომელი ტელეკომპანიის ინფორმაციებს ენდობით ყველაზე მეტად?

რუსთავი-2
ტელეიმედი
პირველი არხი
კავკასია
მაესტრო
საზოგადოება
My Title
17:32:18                         07.09.2010
პაატა დავითაია `თელასს~ გამოძალვაში ადანაშაულებს

საბეჭდი ვერსია

პარლამენტის ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია “თელასს” გამომძალვაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ აღნიშნული კომპანია  სოციალურად დაუცველ მოსახლეობას აშანტაჟებს.

ეს განცხადება დავითაიამ დღეს თბილისის აეროპორტის დასახლებაში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრისას გააკეთა.

მისი ცნობით, “თელასი” მათ 2007 წლის ელექტროენერგიის დავალიანების დაფარვას სთხოვს და ამ მიზეზით აეროპორტის დასახლების 48ა კორპუსში მცხოვრებ დევნილთა 66 ოჯახს უკვე თვეზე მეტია, დენის მიწოდება შეუწყვიტეს.

დავითაიას განმარტებით, `თელასის~ წარმომადგენლები დავალიანების დაფარვას მხოლოდ ზეპირსიტყვიერად ითხოვენ და არანაირ დოკუმენტს არ ადგენენ, რადგან კანონით ამის უფლება არ აქვთ.

“პრეზიდენტის დავალებით ენერგეტიკის სამინისტროსა და ენერგოკომპანიებს შორის ჯერ კიდევ 2007 წელს გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ძველი დავალიანება ჩამოიწერა. ამიტომ ~თელასს` უფლება არ აქვს დევნილ მოსახლეობას ძველი დავალიანების გადახდა მოსთხოვოს და ამ მიზეზით ელექტროენერგია გამოურთოს”,_განაცხადა დავითაიამ.

მისივე თქმით საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან  სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კომუნალური გადასახადების დასაფარად გრანტებიც კია გამოყოფილი, ამიტომ ~თელასის~ მიერ დავალიანების დაფარვის მოთხოვნა გამომძალვაა.

Facebook Favicon Facebook TwitThis Favicon TwitThis
სხვა სიახლეები კატეგორიიდან საზოგადოება
19:11:13
05.02.2012
13:48:10
05.02.2012
12:46:16
05.02.2012
11:13:39
05.02.2012
19:10:13
04.02.2012
18:48:13
04.02.2012
USD
USD
1.6688
0
EUR
EUR
2.1988
0
GBP
GBP
2.6434
0
კატეგორიები
თბილისი
Weather Img
-4 °C
ქუთაისი
Weather Img
6 °C
ბათუმი
Weather Img
3 °C
ზუგდიდი
Weather Img
5 °C
თელავი
Weather Img
-10 °C