
სამართალდამცავებმა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ოზაანის ყოფილი გამგებელი გია ბენაშვილი დააკავეს, _ აცნობეს `მედიანიუსს~ კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან.
ბენაშვილი თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით არის დაკავებული. პოლიცია მას სოფლის კუთვნილი ტრაქტორის უკანონო გასხვისებას ედავება.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ლევან ბაღაშვილის განცხადებით, გია ბენაშვილი სოფელ ოზაანის გამგებელი ვარდების რევოლუციამდე იყო.
ბენაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. საქმეს სიღნაღის რაიონული პროკურატურა იძიებს.





