უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

20 მარტი, 2019 14:25
font-size

ტრეფიკინგის ოთხ ეპიზოდში და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 მარტის გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის თანახმად, ტრეფიკინგის ოთხ ეპიზოდსა და სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ჯგუფურად და შეკვეთით განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებული, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე ნ.რ. დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ვინაიდან ნ.რ. ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა, პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაუსწრებლად გამოიტანა. რუსეთის ფედერაციიდან ნ.რ. -ს საქართველოში ექსტრადირების შემდეგ დაცვის მხარემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების არსებითი გამოკვლევა განხორციელდა, სადაც მსჯავრდებულმა ჩადენილი დანაშაული სრულად აღიარა.

სახელმწიფო ბრალდების მტკიცებულებებით და სასამართლოს განაჩენით დადასტურებულია, რომ 2012 წლის 24 ივნისიდან, 2013 წლის 31 მაისამდე ქ.ბათუმში ნ.რ., უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქეების - მ.რ.-ს, ფ.ი.-ს, შ.ჯ.-ს, დ.რ.-ს და რ.კ.-ს მიმართ ტრეფიკინგს ახორციელებდა.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ ტრეფიკინგის ერთ-ერთი მსხვერპლი რ.კ. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ნ.რ.-ს მისი უკანონო საქმიანობის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებში დასმენით ემუქრებოდა. დანაშაულის დაფარვის მიზნით, ნ.რ.-მ უზბეკეთის მოქალაქე ხ.რ.-ს და საქართველოს მოქალაქე კ.დ.-ს 2000 ა.შ.შ. დოლარის გადახდის სანაცვლოდ რ.კ.-ს განზრახ მკვლელობა შეუკვეთა. აღნიშნულმა პირებმა 2013 წლის 23 მაისს, ხულოს რაიონის კურორტ ბეშუმში, განზრახ მოკვლის მიზნით ფიზიკური ძალადობა განახორციელეს რ.კ.-ზე, რა დროსაც თავის არეში ქვა ჩაარტყეს, ხოლო გვამი შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე გადამალეს.

2015 წლის 6 მარტს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ხ.რ. დამნაშავედ ცნო, სხვა დანაშაულის ჩადენის დაფარვის მიზნით, ჯგუფურად, ანგარებით და შეკვეთით განზრახ მკვლელობაში (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტით, მეორე ნაწილის ”ე” ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის ”გ” პუნქტით) და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო კ.დ. დამნაშავედ ცნო ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში (109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით) და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 აპრილი, 2024 , 11:30

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დ

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი - პროკურატურა

22 აპრილი, 2024 , 12:23

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 18 აპრილს, თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ მოწყობისა და ორგანიზები

მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 10:25

სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს, „მიმდინარე წლ

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

19 აპრილი, 2024 , 11:50

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი