title
23 თებერვალი 2012 წ. 9:24
home
About
Contact
Ad
გამოკითხვა

რომელი ტელეკომპანიის ინფორმაციებს ენდობით ყველაზე მეტად?

რუსთავი-2
ტელეიმედი
პირველი არხი
კავკასია
მაესტრო
პოლიტიკა
My Title
15:16:44                         27.01.2012
,,ქართული ოცნების” მხარდამჭერი უშიშროების თანამშრომლებს ზეწოლაში ადანაშაულებს

საბეჭდი ვერსია

საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ქართული ოცნების” მხარდამჭერი, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე როკ-კლუბის ხელმძღვანელი ეკატერინე ლემონჯავა უშიშროების განყოფილების თანამშრომლებს შეურაცხყოფასა და ზეწოლაში ადანაშაულებს და აღნიშნული ფაქტის გამოძიების მოთხოვნით საქართველოს მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას მიმართავს.

ამასთან დაკავშირებით დღეს საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ქართული ოცნების” ოფისში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა, ადვოკატმა შალვა თადუმაძემ და როკ-კლუბის ხელმძღვანელმა, ,,ქართული ოცნების” მხარდამჭერმა ეკატერინე ლემონჯავამ პრესკონფერენცია გამართეს.

ეკატერინე ლემონჯავას თქმით, ის სოზარ სუბარსა და შალვა რამიშვილს დაუკავშირდა და მომხდარი ფაქტის შესახებ აცნობა.

პრესკონფერენციას ჟურნალისტი შალვა რამიშვილიც ესწრებოდა.

პრესკონფერენციაზე სწორედ მის მიერ გადაღებული ვიდეოკადრები აჩვენეს, სადაც მათი თქმით, სწორედ ის პირები ჩანან, ვინც ეკატერინე ლემონჯავას ემუქრებოდნენ.

ეკატერინე ლემონჯავას განცხადებით, 25 იანვარს, დაახლოებით 19:00 საათზე , რუსთაველის #28 მდებარე როკ-კლუბიდან, რომელსაც ის 2010 წლიდან ხელმძღვანელობს, მისთვის უცნობმა ორმა მამაკაცმა, ძალის გამოყენებით და მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, ყოველგავრი ახსნა-განმარტებისა და საბუთის წარდგენის გარეშე, იქვე მდებარე შენობაში გადაიყვანეს.

,,შემდეგ ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ეს იყო შინაგან სამქეთა სამინისტროს უშიშროების გამყოფილება. შემამოწმეს მეტალოდეტექტორზე და შემიყვანეს ოთახში, სადაც მათ მესამე პირიც შემოუერთდათ. ისინის შეურაცხმყოფელი ფორმით და ლექსიკით ,,განმიმარტავდნენ”, რომ ჩემი იქ აყვანის მიზეზი როკ-კლუბიდან სისტემატიურად გამომავალი ხმაური იყო, რომელიც თითქოსდა მეზობლებსა და მათ აწუხებდათ. 40 წუთის განმავლობაში სამივე მათგანი უშვერი სიტყვებით შეურაცხმყოფდა, მემუქრებოდნენ ფიზიკური ზეწოლით. შემდეგ გადავიდნენ ,,გეგმის” მეორე ნაწილზე, რაც გულისხმობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს უშიშროების სამსახურთან ნებაყოფლობით კონსპირაციულ თანამშრომლობაზე თანხმობას. ამის საპასუხოდ ვუთხარი, რომ თუკი მათი გაღიზიანების მიზეზი როკ-კლუბიდან გამომავალი ხმაური იყო, როკ-კლუბს დავხურავდი. როგორც გაირკვა, მათი მიზანი არ იყო როკ-კლუბის ფუნქციონირების შეწყვეტა. მათ მითხრეს, რომ როკ-კლუბში დადიან მათთვის საინტერესო პერსონები და ჩემი თანამშრომლობა საქმეს გაუადვილებდათ. ჩემ მიერ უარის თქმის შემდეგ ისინი დამემუქრნენ, რომ ამ შენობაში შემოყვანილი არც ერთი ადამინაი არ გასულა ამ ,,ხელშეკრულების” გაუფორმებლად. ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო მე დავწერე, რომ მათთან ნებაყოფლობით კონსპირაციულად ვითანამშრომლებდი. განცხადებაშივე ჩამაწერინეს მათ მიერ შემოთავაზებული ზედმეტი სახელი ,,როკერა”-აღნიშნა ლემონჯავამ.

მისი თქმით, ის მხოლოდ ამ განცხადების დაწერის შემდეგ გაათავისუფლეს.

სოზარ სუბარის განცხადებით, `ქართული ოცნების~ იურისტები ეკატერინე ლემონჯავას დაიცავენ.

,,მივმართავ საქართველოს მოქალაქეებს, ერთი წუთით არ შეეშინდეთ ხელისუფლების მუქარების და არ იფიქრონ, რომ ეს ხელისუფლება საფრთხეს წარმოადგენს მათთვის. ჩვენ ყველას დავიცავთ”-აღნიშნა სუბარმა.

ადვოკატ შალვა თადუმაძის თქმით, აღნიშნული ქმედება შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და ისინი შესაბამის ორგანოებს სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით მიმართავენ.

Facebook Favicon Facebook TwitThis Favicon TwitThis
სხვა სიახლეები კატეგორიიდან პოლიტიკა
07:00:21
23.02.2012
19:15:54
22.02.2012
18:26:37
22.02.2012
18:12:47
22.02.2012
17:01:12
22.02.2012
16:49:08
22.02.2012
USD
USD
1.6193
0.0191
EUR
EUR
2.1423
0.0265
GBP
GBP
2.5452
0.0451
კატეგორიები
თბილისი
Weather Img
-4 °C
ქუთაისი
Weather Img
1 °C
ბათუმი
Weather Img
3 °C
ზუგდიდი
Weather Img
2 °C
თელავი
Weather Img
-4 °C