title
23 თებერვალი 2012 წ. 9:29
home
About
Contact
Ad
გამოკითხვა

რომელი ტელეკომპანიის ინფორმაციებს ენდობით ყველაზე მეტად?

რუსთავი-2
ტელეიმედი
პირველი არხი
კავკასია
მაესტრო
პოლიტიკა
My Title
16:09:44                         27.01.2012
პარტიებისთვის სატელევიზიო რეკლამისთვის დამატებით 2 229 291 ლარი გამოიყოფა

საბეჭდი ვერსია

უკვე ცნობილია იმ თანხების ოდენობა, რომელსაც  წელს პოლიტიკური პარტიები  სატელევიზიო რეკლამისთვის დამატებით მიიღებენ. ამ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან  2 229 291 ლარი გამოიყოფა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2 229 291 ლარიდან ნაციონალური მოძრაობა  600 ათას ლარს მიღებს. მრეწველების დაფინანსება სატელევიზიო რეკლამისათვის 213 912 ლარი იქნება. 200 ათას –200 ათას ლარს ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა და ქრისტიან–დემოკრატიული სახალხო პარტია მიიღებენ. ასევე 200 ათასი ლარით დაფინანსდება პარტია ,,ევროპელი დემოკრატები“აღნიშნული სამი პარტია 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას ერთ ბლოკში იყვნენ გაერთიანებულები. 

117 405 ლარს მიიღებენ ,,ახალი მემარჯვენეები“, ,,სალომე ზურაბიშვილი–საქართველოს გზა“, ,,თავისუფალი დემოკრატები“ და რესპუბლიკური პარტია. ისინიც ბოლო არჩევნებში ერთ საარჩევნო  ბლოკს წარმოადგენდნენ.

115 253 ლარით სათითაოდ დაფინასდებიან კონსერვატიული პარტია, ,,ხალხის პარტია“ და მოძრაობა ,,სამართლიანი საქართველოსთვის“, რომლებიც არჩევნებში ეროვნული საბჭოს სახელით მონაწილეობდნენ.

ახალი კანონმდებლო ინიციატივის თანახმად, საარჩევნო წელს პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყოფა დაფინანსება სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარად.

რეკლამის განთავსებისთვის გამოყოფილი თანხის რაოდენობის გაანგარიშება შემდეგნაირად ხორციელდება: შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება სამზე და საარჩევნო სუბიექტში შემავალი პოლიტიკური გაერთიანებების რაოდენობაზე იყოფა. ამასთან, წესდება ზედა ზღვარიც და ერთი საარჩევნო სუბიექტისთვის (საარჩევნო სუბიექტში შემავალი გაერთიანებებისათვის ჯამურად) განკუთვნილი თანხის ოდენობა 600 ათას ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

2010 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების შედეგების თანახმად ნაციონალურმა მოძრაობამ  ხმათა 65,75 პროცენტი მიიღო (1 119 210 ხმა), ხმათა 11,94 პროცენტით(203 371ხმა)  მეორე ადგილის მფლობელი “ქრისტიან-დემოკრატებმა” ( ქდმ, ქდმ - სახალხო პარტია, “ჩვენ თვითონ”) მიიღეს.

9,19% (156 540ხმა ) მიიღეს ერთ ბლოკში გაერთიანებულმა “თავისუფალმა დემოკრატებმა”, “მემარჯვენეებმა”, რესპუბლიკელებმა და “საქართველოს გზამ”.  4,19% (71 304) – “მრეწველებმა”. ხმათა 6,77 პროცენტით (115 253ხმა)მეოთხე ადგილი დაიკავა ეროვნულმა საბჭომ (კონსერვატიული პარტია, ,,ხალხის პარტია“ და მოძრაობა ,,სამართლიანი საქართველოსთვის“). ბოლოს კი ხმათა 4,19 პროცენტის(71 304ხმა) მფლობელი პარტია ,,მრეწველები“ პარტია გახდა.

საარჩევნო წელს პოლიტიკური პარტიების საარჩევნო სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დასაფარავად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით დაფინანსების გამოყოფის საკითხი უახლოეს პერიოდში “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში აისახება. კანონპროექტის ინიციატორი - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილია.

Facebook Favicon Facebook TwitThis Favicon TwitThis
სხვა სიახლეები კატეგორიიდან პოლიტიკა
07:00:21
23.02.2012
19:15:54
22.02.2012
18:26:37
22.02.2012
18:12:47
22.02.2012
17:01:12
22.02.2012
16:49:08
22.02.2012
USD
USD
1.6193
0.0191
EUR
EUR
2.1423
0.0265
GBP
GBP
2.5452
0.0451
კატეგორიები
თბილისი
Weather Img
-4 °C
ქუთაისი
Weather Img
1 °C
ბათუმი
Weather Img
3 °C
ზუგდიდი
Weather Img
2 °C
თელავი
Weather Img
-4 °C