
მედია–კავშირი „ობიექტივი“ და წინააღმდეგობის მოძრაობა ხვალ გამართავს საზოგადოებასთან შეხვედრას, სახელწოდებით –„გავიცნოთ ერთმანეთი“.
როგორც `მედიანიუსს~ `ობიექტივიდან~ აცნობეს, შეხვედრა ითვალისწინებს იმ ადამიანების მობილიზაციას, ვისაც გული შესტკივათ საპატიმროებში არსებულ კანონდარღვევებზე. კერძოდ: მსჯავრდებულთა ცემაზე, წამებასა და მათ მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე.
ერთად დავგეგმოთ ღონისძიებები საპატიმროებში არსებულ კანონდარღვევებთან დაკავშირებით. აუცილებელია საზოგადოების აქტივობა, რათა კანონის ფარგლებში ზეწოლა მოვახდინოთ ხელისუფლებაზე“ – აცხადებენ ორგანიზატორები.
მონაწილეები ხვალვე, 15:00 საათზე შეუერთდებიან რუსთაველის ძეგლთან წინააღმდეგობის მოძრაობის მიერ დაგეგმილ აქციას და პროტესტით შეხვდებიან სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან 6 წლისთავს.



