
“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი და “სახალხო კრების” აღმასრულებელი საბჭოს წევრი ნინო ბურჯანაძე დავოსში მიმდინარე საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს ესწრება და მაღალი რანგის პოლიტიკოსებთან შეხვედრებს მართავს.
ეს განცხადება “მაესტროს” გადაცემა “სუბიექტურ აზრში” სტუმრობისას ბურჯანაძის თანგუნდელმა ბაუკურ ბაკურაძემ გააკეთა.
ბაკურაძის თქმით, იგი “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერს ცოტა ხნის წინ ტელეფონით ესაუბრა და პარლამენტის ყოფილმა თავმდჯომარემ მას უთხრა, რომ დავოსში მყოფი ლიდერები საქართველოში დემოკრატიის ხარისხით უკმაყოფილოები და შეშფოთებულები არიან.
ბაკურაძის თქმით, ბურჯანაძის დავოსში გამგზავრება ხელისუფლების მიერ ვიზიტისთვის ხელის შეშლის საფრთხის პრევნეცირების მიზნით არ დაანონსდა.



