title
23 თებერვალი 2012 წ. 9:24
home
About
Contact
Ad
გამოკითხვა

რომელი ტელეკომპანიის ინფორმაციებს ენდობით ყველაზე მეტად?

რუსთავი-2
ტელეიმედი
პირველი არხი
კავკასია
მაესტრო
საზოგადოება
My Title
14:07:51                         28.01.2012
ეკატერინა ხვედელიძე: მინდა ფონდში გადავრიცხო პირველი სიმბოლური შენატანი - მიხეილ სააკაშვილის დამარცხების საფასური

საბეჭდი ვერსია

მას შემდეგ, რაც სასამართლოს გადაწყვეტილება ეკატერინა ხვედელიძისთვის მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით ძალაში შევიდა, ეკატერინა ხვედელიძე აპირებს ქართული  სასამართლოს მიერ  მიხეილ სააკაშვილისთვის მის სასარგებლოდ დაკისრებული გადასახადი  – 100 ლარი გამოიტანოს და „სანდრო გირგვლიანისა და ირინა ენუქიძის სახელობის ფონდ სამართლიანობაში“ გადარიცხოს.

2011 წლის 27 დეკემბრის 3/7617-11 თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში სარჩელის ამ ნაწილთან დაკავშირებით წერია:
„ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 11 ოქტომბრის  N602 ბრძანებულება ეკატერინა ხვედელიძისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ნაწილში;
მოპასუხე საქართველოს პრეზიდენტს დაეკისროს... მოსარჩელე ეკატერინა ხვედელიძის სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.“

„შევიტყვე,  რომ ბატონი გურამ გირგვლიანი ფონდის  შექმნას აპირებს და აწესებს ყოველწლიურ პრემიას ნებისმიერი პროფესიის ადამიანისათვის, რომელმაც ადამიანის უფლებათა დაცვაში გამოიჩინა თავი. მინდა ამ ფონდში გადავრიცხო პირველი სიმბოლური შენატანი - მიხეილ სააკაშვილის დამარცხების საფასური - და გამოვთქვა იმედი, რომ ერთად შევძლებთ საქართველოში  სამართლიანობის დამყარებას. სულ მალე დადგება დრო, როდესაც ყველა, მათ შორის პრეზიდენტიც, თანასწორი იქნება კანონის წინაშე“, - აცხადებს ეკატერინა ხვედელიძე.

Facebook Favicon Facebook TwitThis Favicon TwitThis
სხვა სიახლეები კატეგორიიდან საზოგადოება
09:00:37
23.02.2012
08:00:57
23.02.2012
21:24:35
22.02.2012
20:45:45
22.02.2012
19:15:26
22.02.2012
18:41:56
22.02.2012
USD
USD
1.6193
0.0191
EUR
EUR
2.1423
0.0265
GBP
GBP
2.5452
0.0451
კატეგორიები
თბილისი
Weather Img
-4 °C
ქუთაისი
Weather Img
1 °C
ბათუმი
Weather Img
3 °C
ზუგდიდი
Weather Img
2 °C
თელავი
Weather Img
-4 °C