title
23 თებერვალი 2012 წ. 9:27
home
About
Contact
Ad
გამოკითხვა

რომელი ტელეკომპანიის ინფორმაციებს ენდობით ყველაზე მეტად?

რუსთავი-2
ტელეიმედი
პირველი არხი
კავკასია
მაესტრო
პოლიტიკა
My Title
15:01:34                         28.01.2012
კონსტანტინე ფორჩხიძე: რუსეთის #1 საფრთხედ გამოცხადებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს მარტში დაგეგმილ მოლაპარაკებებს

საბეჭდი ვერსია

მოძრაობა ”სამართლიანი საქართველოსთვის” გამგეობის წევრი კონსტანტინე ფორჩხიძე ეხმაურება 14 დეკემბერს ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებების რაუნდს და მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის მიერ რუსეთის #N1 საფრთხედ გამოცხადებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს 2012 წლის 28-29 მარტს დაგეგმილ მოლაპარაკებების რაუნდზე, კავკასიის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტიების შესაქმნელად, რუსეთის მიერ საქართველოში ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულების  შეთანხმებაზე ხელის მოწერას, რაც საქართველოს ინტერესებში ნამდვილად არ შედის.

მოძრაობა ”სამართლიანი საქართველოსთვის” მიიჩნევს, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში მიუღებულია ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობა, რაც საბოლოო ჯამში აზარალებს ქართულ მხარეს. არ შეიძლება, ერთის მხრივ ქვეყნის უსაფრთხოების მთავარ სახელმძღვანელო დოკუმენტში აფიქსირებდე, რომ რუსეთი შენი მტერია და მეორეს მხრივ მოლაპარაკების მაგიდასთან მოუწოდებდე შენს მტერს ხელი მოგიწეროს ისეთ შეთანხმებაზე, რომელიც მას ავალდებულებს ძალის გამოუყენებლობას. ეს არის დღევანდელი მოქმედი რეჟიმის არა პრაგმატული საგარეო პოლიტიკის წარმოების ტიპიური მაგალითი.

მოძრაობა ”სამართლიანი საქართველოსთვის” სთავაზობდა ხელისუფლებას, რათა თავი შეეკავებინათ, რუსეთის #1 მტრად დაფიქსირებისგან ეროვნულ უსაფრთხოების კონცეფციაში. მოძრაობა თვლიდა, რომ ამ ჩანაწერის ნაცვლად უნდა ყოფილიყო ჩანაწერი ”საქართველო საფრთხედ აღიქვამს, ყველა იმ ქვეყანას, ვინც პოტენციურად შესაძლოა აწარმოოს საქართველოს წინააღმდეგ ძირგამომთხრელი საქმიანობა”. ასეთი ვარიანტის შემთხვევაში, თავისუფლად იგულისხმებოდა რუსეთიც, რაც არ მისცემდა ჟენევის მოლაპარაკების პროცესში, რუსულ მხარეს, ამ მისთვის ”სასურველი არგუმენტის (მხედველობაშია უსაფრთხოების კონცეფციაში რუსეთის #1 საფრთხედ გამოცხადება) საკუთარ ინტერესებში გამოყენების საშუალებას.

Facebook Favicon Facebook TwitThis Favicon TwitThis
სხვა სიახლეები კატეგორიიდან პოლიტიკა
07:00:21
23.02.2012
19:15:54
22.02.2012
18:26:37
22.02.2012
18:12:47
22.02.2012
17:01:12
22.02.2012
16:49:08
22.02.2012
USD
USD
1.6193
0.0191
EUR
EUR
2.1423
0.0265
GBP
GBP
2.5452
0.0451
კატეგორიები
თბილისი
Weather Img
-4 °C
ქუთაისი
Weather Img
1 °C
ბათუმი
Weather Img
3 °C
ზუგდიდი
Weather Img
2 °C
თელავი
Weather Img
-4 °C