
როგორც „თავისუფალი საქართველოსთვის“ გახდა ცნობილი დღეს № 85 სამარშრუტო ტაქსის მძღოლები 2 საათის განმავლობაში გაფიცულები იყვნენ. პროტესტის მიზეზი გახდა სამარშრუტო ტაქსებზე დაწესებული ყოველდღიური ფიქსირებული გადასახადი, რომელიც ძალიან მაღალია და მძღოლები ფაქტობრივად დღის გეგმასაც კი ვერ ასრულებენ, რომ არაფერი ვთქვათ მათ პირად გასამრჯელოზე.
„თავისუფალი საქართველო“ იყო ინიციატორი 2011 წლის სამარშრუტო ტაქსების გაფიცვის, როცა, პრაქტიკულად მოხდა ქალაქში არსებული ყველა ხაზის პარალიზება და მოეწყო მასშტაბური აქცია სამარშრუტო ტაქსების ხაზებზე ტენდერის გამოცხადებასთან დაკავშირებით.
„თავისუფალი საქართველო“ ამჯერადაც სოლიდარობას უცხადებს სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს და იწყებს მათთან კონსულტაციას, რათა ერთობლივი ძალებით ვაიძულოთ შპს „თბილისის მიკროავტობუსი“, რომ ფიქსირებული გადასახადი დაყვანილ იქნეს მინიმუმანდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივმართავთ პროტესტის გამოხატვის ყველა კანონიერ ფორმას,”- აცხადებს პარტიის რეგიონული მდივანი გია ყრუაშვილი



