
სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან 6 წლისთავთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს რამდენიმე მონაწილე დააკავეს.
“თავისუფალი საქართველო”-ს ინფორმაციით დაკავებულნი არიან სამოქალაქო ფრონტის ლიდერ ჯაბა ჯიშკარიანი და აქციის სხვა ორგანიზატორები: ზაზა სვანიძე, ილია წურწუმია, დათო ფაცაცია და ირაკლი ბერაია.
აქციის მონაწილეები ამ წუთებისთვის რუსთაველის გამზირზე (№#14) იმყოფებიან და ერთობლივ განცხადებას გაავრცელებენ.



