
დღეს, კინოს სახლში მედია–კავშირი “ობიექტივის” და წინააღმდეგობის მოძრაობის ორგანიზებით, საზოგადოებასთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ცნობილმა უფლებადამცველებმა, ადვოკატებმა, „ობიექტივისა“ და წინააღმდეგობის მოძრაობის წარმოამდგენლებმა პატიმრთა მდგომრეობის შესახებ ისაუბრეს და ხელისუფლება მსჯავრდებულთა მიმართ, არაადამიანურ მოპყრობაში დაადანაშაულეს.
როგორც მედიაკავშირ „ობიექტივის „ ჟურნალისტმა კოტე ინაშვილმა აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრა იმ ადამიანების მობილიზაციას ითვალისწინებს , ვისაც საპატიმროებში არსებულ კანონდარღვევებზე, პატიმართა წამებასა და არაადამიანური მოპყრობის ფატქებზე გული შესტკივა.
მისივე თქმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ კანონდარღვევებთან დაკავშირებით, ხელისუფლებაზე ზეწოლის მოსახდენად საზოგადოების აქტივობაა აუცილებელი.
„თუ საზოგადოება არ იქნება ერთსულოვანი, დღეს არსებული მძიმე ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება. ჩვენი მთავარი ამოცანაა საზოგადოების მობილიზება და უსამართლობის წინააღმდეგ ერთად ბრძოლა. დღესაც, სწორედ ამიტომ ვართ აქ“, –აღნიშნა ინაშვილმა და დასძინა, რომ დღევანდელი შეხვედრის ანონსის გავრცელებისას, მკაფიოდ იყო ნათვქამი, შეხვედრაზე მოსულიყო ყველა, ვისაც პატიმართა მდგომარეობაზე ოდნავ მაინც შესტკივა გული.
„სამწუხაროდ დღეს აქ ვერ ვხედავთ პოლიტიკურ პარტიებს. ეს არ არის ქორწილი, ან დღეობა, მოსაწვევები რომ გაგვეგზავნა ყველასთვის. ეს არის შეხვედრა ყველასთვის, ვისაც დღეს არსებული ვითარება აწუხებს“,– განაცხადა კოტე ინაშვილმა.



