„მწვანე ალტერნატივა“ კონტროლის პალატას პრივატიზაციის პროცესის შესწავლისკენ მოუწოდებს
(2010, 3 მაისი 18:05)

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ 2005-2008 წლებში პრივატიზებული მსხვილი ობიექტების საპრივატიზებო ხელშეკრულებების გასაიდუმლოებაზე მიუთითებს და კონტროლის პალატას პრივატიზაციის პროცესის შესწავლისკენ მოუწოდებს.

აღნიშნული ორგანიზაციის განცხადებით, მათ მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ ისეთი მსხვილი ობიექტების საპრივატიზებო ხელშეკრულებებია გასაიდუმლოებული, როგორიცაა: „მადნეული“, „კვარციტი“, „თბილისის წყალი“, „საქწყალკანალი“, „რუსთავწყალკანალი“ და „მცხეთა წყალი“.

მათივე განცხადებით, ხელშეკრულებების გასაიდუმლოება ეჭვს ბადებს, რომ პრივატიზების პროცესში გარკვეული კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს ჰქონდა ადგილი.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ობიექტები გასხვისების დროს კომპანიებს გარემოს დაცვითი ვალდებულებები არ დაკისრებიათ.

`მწვანე ალტერნატივა~ ყურადღკბას ამახვილებს ასევე იმაზეც, თუ ტენდერებშიი რატომ მოხდა უპირატესობის მინიჭება კონკრეტული კომპანიებისთვის.