იზოტოპების ინსტიტუტში პლუტონიუმის კონტეინერი იპოვეს
(2010, 30 ივლისი 13:09)

თბილისის იზოტოპების ინსტიტუტში დაურეგისტრირებელი რადიოაქტიური ნივთიერება _პლუტონიუმი აღმოაჩინეს. ნივთიერება კონტეინერშია მოთავსებული, რის გამოც გამოსხივების დონე მინიმალურია, _ აცხადებენ ინსტიტუტში..

იზოტოპების ინსტიტუტის ბაზაზე სპეციალური ცენტრი უნდა გაიხსნას. სწორედ ამ ცენტრის შექმნისა და ინვენტარიზაციის პროცესში აღმოაჩინეს კონტეინერი, რომელშიც ეს მასალა იყო. პოვნის შესახებ ინფორმაცია გარემოს დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიოაქტიური უსაფრთხოების სამსახურს შეატყობინეს.

რადიოაქტიურ მასალას  სპეციალურ ბაზაზე დღესვე გადაიტანენ. უკვე დადგენილია, რომ პლუტონიუმის კონტეინერი ინსტიტუტში 1968 წელს მიიტანეს.