
დღეს საქართველოში აშშ-ის კონგრესმენების თანაშემწეები ჩამოვლენ. დელეგაცია თავდაპირველად, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდებიან, შემდეგ კი საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებს.
დაგეგმილია, აგრეთვე, მათი შეხვედრა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან გიორგი ბარამიძესთან, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე გიორგი ბოკერიასთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან ეკა ტყეშელაშვილტან, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთაბ, სახელმწიფო მინისტრთან რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილთან, პრემიერ მინისტრის მრჩეველ ვახტანგ ლეჟავასთან, იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანთან, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ეკა ზღულაძესთან, განათლების მინისტრ დიმიტრი შაშკინთან და თავდაცვის მინისტრის მოადგილეებთან ნიკოლოზ ვაშაკიძესა და ნოდარ ხარშილაძესთან.
აშშ-ის კონგრესმენების თანაშემწეები შეხვდებიან ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, არასაპარლამენტო ოპოზიციას, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელ ჰანსიორგ ჰაბერს და დაათვალიერებენ კახეთს, ესტუმრებიან დევნილებით დასახლებულ სოფლებს, მცხეთას, ოკუპაციის მუზეუმს.
აშშ-ს კონგრესის დელეგაცია საქართველოს 7 აგვისტოს დატოვებს.