იტალიაში მაქსიმალური სიჩქარე 150კმ/სთ-მდე გაიზარდა
(2010, 1 აგვისტო 13:54)
My Title

30 ივლისს იტალიის მთავრობამ დაამტკიცა ცვლილებების პროექტი საგზაო მოძრაობის წესებში, რომლის მიხედვითაც, ამ ქვეყანაში დასაშვები მაქსიმალური სიჩქარე 130კმ/სთ-იდან 150კმ/სთ-მდე გაიზარდა.

150კმ/სთ-ით მოძრაობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ მაგისტრალს მოძრაობის 4 ზოლი აქვს და ის სპიდ-კამერებითაა აღჭურვილი. გაიზარდა ჯარიმებიც. კერძოდ, დადგენილი სიჩქარის 10 კმ/სთ-ით გადაჭარბებაზე მძღოლი 155 ევროს გადაიხდის, 40-60კმ/სთ-ით გადაჭარბებაზე 500 ევროს, 60კმ/სთ-ზე მეტად გადაჭარბებაზე 779 ევროს და მძღოლს ერთი წლით ჩამოერთმევა მართვის მოწმობა.

გარდა ამისა, 21 წლამდე ასაკის მძღოლებს აღარ შეეძლებათ მანქანის მართვა, თუ მათ სისხლში ალკოჰოლის ნორმა 0,5 პრომილეს შეადგენს. Eეს ნორმა სხვა კატეგორიის მძღოლებისთვის დასაშვებია.