საქართველოს მოქალაქე ბიზნესმენ შაბაბ ალოიანის მკვლელობის შეკვეთაშია ეჭვმიტანილი
(2010, 1 აგვისტო 14:07)
My Title

რუსული წყაროების ცნობით, თათრეთში ადგილობრივი შსს-ს თანამშრომლებმა დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ბიზნესმენ შაბაბ ალოიანის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.

მილიციელებმა ეჭვმიტანილი ყაზანში აიყვანეს. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მისი ვინაობა არ ხმაურდება.

შაბაბ ალოიანი 2009 წლის 2 ოქტომბერს, კიევში, თავისივე სავაჭრო ცენტრის “4რუუმ” წინ მოკლეს.